მამუკა მდინარაძე: „ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას, მადლობა ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, იქ მუშაობენ გმირები, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში“

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია“, – განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მამუკა მ
POSTV —