ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება. დარახველიძის განმარტებით, ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე ყალბია. მინისტრის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, არ ენდონ მსგავსი სახის ყალბ ინფორმაციას
POSTV —